ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელშეკრულება ჩინეთსა და ავღანეთს შორის


ხელშეკრულება ჩინეთსა და ავღანეთს შორის
ხელშეკრულება ჩინეთსა და ავღანეთს შორის

ავღანეთმა ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში ნავთობის საბადოების ათვისებას ითვალისწინებს.

ნავთობის სამი საბადო მდინარე ამუ დარიის ხეობის გასწვრივ აღმოაჩინეს, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში სარი პულის და ფარიაბის პროვინციებში.

ჩინეთმა ეს კონტრაქტი პაკისტანის, ბრიტანეთის, ავსტრალიის და შეერთებულ შტატების კომპანიებთან მეტოქეობაში მოიგო.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით მომავალი 25 წლის მანძილზე ომისგან განადგურებული ქვეყანა ამ კონტრაქტის წყალობით 7 მილიარდი დოლარის მოგებას ნახავს.

XS
SM
MD
LG