ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში დეპუტატი აფეთქებას გადაურჩა


აფეთქება ქაბულში
აფეთქება ქაბულში

ავღანელი ოფიციალური პირების თქმით, ქაბულში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც პარლამენტის წევრი და ორი მოქალაქე დაშავდა. აფეთქებამ, რომელიც ხიდის ქვეშ განთავსებულმა ბომბმა გამოიწვია, დეპუტატ ფაკორი ბეჰიშტის მანქანა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, აფეთქების სამიზნე შესაძლოა დეპუტატი ყოფილიყო. აფეთქების შედეგად ახლომდებარე მაღაზიების ვიტრინები ჩაიმსხვრა და რამდენიმე მანქანა დაზიანდა.

გასულ კვირას ავღანეთში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებას კიდევ ერთი პარლამენტის წევრი გადაურჩა, თუმცა ბომბს 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG