ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


ტერაქტი მოხდა ავღანეთში. ქვეყნის ჩრდილოეთში ფარიაბის პროვინციაში ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ავღანეთის ჩრდილოეთი სამხრეთთან შედარებით მშვიდ ნაწილად ითვლება, რადგან აქ თალიბანის გავლენა სუსტია.

XS
SM
MD
LG