ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 13 ჯარისკაცი მოკლეს


13 ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას. ყუნდუზის პროვინციაში საგუშაგოზე მომხდარ თავდასხმაში დაჯგუფება “თალიბანია” ეჭვმიტანილი.

რეგიონის პოლიციის მეთაურის ინფორმაციით, ჯარისკაცებს “თალიბანთან” დაახლოებული ორი ე.წ. “შინაური” დაესხა თავს და ისინი მოგვიანებით “თალიბანის” მებრძოლებს შეურთდნენ.

“თალიბანის” სპიკერის თქმით კი - თავდასხმა დაგეგმეს და განახორციელეს დაჯგუფების მებრძოლებმა.

ეგრეთწოდებული “შინაურების თავდასხმები” ავღანეთში გავრცელებული პრაქტიკაა. ყუნდუზის პროვინციაში საგუშაგო პოსტები “თალიბანის” კონტროლის თავიდან ასაცილებლადაა შექმნილი. შარშან ამ პროვინციას სწორედ “თალიბანი” აკონტროლებდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ავღანეთის პროვინციას ისლამისტური დაჯგუფება მართავდა.

XS
SM
MD
LG