ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის თავდასხმის შედეგად ავღანეთში ათი ადამიანი დაიღუპა


თალიბანის მებრძოლებმა ჩრდილოეთ ავღანეთში ერთ-ერთი სამთავრობო შენობის უსაფრთხოება გაარღვიეს და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ათი ადამიანი, ხოლო ათობით კი დაშავდა.

თავდასხმა სამანგანის პროვინციის დედაქალაქ აიბაკში მდებარე ეროვნული უშიშროების შენობაზე მოხდა.

აფეთქების შემდეგ თავდამსხმელებმა შენობის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა მათი განეიტრალება შეძლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. დაჯგუფების მიერ მორიგი თავდასხმის განხორციელება იმ დროს ემთხვევა, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ავღანეთში 18 წლიანი ომი დაამთავროს.


ძალადობის ესკალაციის ფონზე, ამერიკა მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების წარმართვას ცდილობს.

მომატებულმა ძალადობამ ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს სამშვიდობო პროცესის შემდგომი შეხვედრების დაგეგმვას. ამ ეტაპზე მოლაპარაკება შეჩერებულია იმის გამო, რომ მხარეები თალიბანის 600 მებრძოლის ციხიდან გათავისუფლებაზე ვერ თანხმდებიან. თალიბების ეს ჯგუფი იმ 5000 მებრძოლის სიაში შედის, რომელთა გათავისუფლებასაც თალიბანი ითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG