ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანმა ავღანეთში გუბერნატორი და 7 პოლიციელი მოკლა


ავღანეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ღაზნის პროვინციაში, გამთენიისას მომხდარმა თალიბანის თავდასხმამ, ოლქის გუბერნატორი და შვიდი პოლიციელი იმსხვერპლა.

თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც გაერომ გაფრთხილება გააჟღერა, რომ 2018 წლის პირველ სამ თვეში, კონფლიქტთან დაკავშირებული სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის დონე ისეთივე მაღალია, როგორც გასულ წელს.

ღაზნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გუბერნატორის ოფისზე კოორდინირებულ თავდასხმაში მძიმედ შეიარაღებულ მეამბოხეთა დიდი რაოდენობა მონაწილეობდა.

პოლიციის საპასუხო იერიშის შედეგად ტალიბანის 27 მეამბოხე დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG