ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო შეტევამ ავღანეთში, სავარაუდოდ, 8 პოლიციელი იმსხვერპლა


ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით დღეს ამერიკის მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად, სულ მცირე, 8 პოლიციელი დაიღუპა.

პოლიციის მეთაურმა სამუნვალ რაჰიმულამ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ პოლიციელები ურუზგანის პროვინციაში მაგისტრალზე დარაჯობისას დაიღუპნენ.

„საჰაერო იერიშმა ჯერ ერთი პოლიციელი მოკლა, შემდეგ იქ კიდევ 7 პოლიციელი მოვიდა და ისინი მომდევნო იერიშს ემსხვერპლნენ,“ ამბობს ის.

ამერიკის სამხედრო სპიკერმა დაადასტურა ინფორმაცია საჰაერო შეტევის შესახებ და დასძინა, რომ იერიშის სამიზნე შეიარაღებული პირები იყვნენ, ვინც ავღანეთის ეროვნული ძალების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.

XS
SM
MD
LG