ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას განიხილავენ


ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას განიხილავენ
ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას განიხილავენ

ავღანეთში გაეროს ახალი ელჩი იან კუბისი აცხადებს, რომ თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში წარმატების მიღწევა თავად ავღანელებმა უნდა შეძლონ.

კუბისმა დღეს, ჟურნალისტებს ქაბულში განუცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესს არცერთი დიდი პოლიტიკური პარტია არ უნდა გამოეთიშოს. ამას გარდა, შეხვედრებში აქტიური მონაწლეობა უნდა მიიღოს ავღანურმა სამოქალაქო საზოგადოებამ.

მიუხედავად გაეროს და ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებებისა, რომ ამ მოლაპარაკებებს ავღანელებმა უნდა უხელმძღვანელონ, მეამბოხე დაჯგუფებამ ავღანეთის მთავრობას არ შეატყობინა თავისი მოსაზრება სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისთვის. თალიბებმა, კარზაის მავრობას მარიონეტული ადმინისტრაცია უწოდა.

XS
SM
MD
LG