ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში გრძელდება საპროტესტო აქციები


ავღანეთში გრძელდება საპროტესტო აქციები
ავღანეთში გრძელდება საპროტესტო აქციები

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით ავღანეთის არმიის ფორმაში გამოწყობილმა უცნობმა ნატოს ორი ჯარისკაცი ჩაცხრილა.

მთელ ავღანეთში გრძელდება საპროტესტო აქციები ნატოს სამხედრო ბაზაზე ასეულობით ყურანის დაწვის გამო.

ჯერ-ჯერობით უცნობია არის თუ არა ეს მოვლენები ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა თალიბებმა ყველა ავღანელს მოუწოდეს გააძლიერონ თავდასხმები უცხოელ ჯარისკაცებზე ყურანის შეურაცხყოფის გამო.

ასობით ავღანელმა მიიღო მონაწილეობა ლაღმანის პროვინციაში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზასთან გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში, რომლის დროსაც დემონსტრანტებმა ამ ბაზას ქვები დაუშინეს.

ბაღლანის პროვინციაში კი საპროტესტო დემონსტრაციის დროს ატეხილი სროლის შედეგად პოლიციის ორი ოფიცერი დაიჭრა და ერთი დემონსტრანტი დაიღუპა.

ამასობაში ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც ბარაკ ობამა ბოდიშს იხდის აღნიშნული ინციდენტის გამო.

XS
SM
MD
LG