ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პაკტიკას პროვინციაში თავდასხმა მოხდა


ავღანეთის პაკტიკას პროვინციაში თავდასხმა მოხდა
ავღანეთის პაკტიკას პროვინციაში თავდასხმა მოხდა

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ქვეყნის აღმოსავლეთში მეამბოხეებმა გზის მშენებლებზე მიიტანეს იერიში, რომლის დროსაც 35 მუშა და მათი მცველები დაიღუპნენ.

პაკტიკას პროვინციაში მომხდარი ამ თავდასხმის შედეგად კიდევ 20 ადამიანი დაიჭრა. ავღანეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად შეტაკების შედეგად 8 თავდამსხმელი მოკლეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ხელმძღვანელობდა ამ თავდასხმას, თუმცა ახლახან თალიბებმა განაცხადეს, რომ გააძლიერებენ იერიშებს მტრის წინააღმდეგ.

ამასობაში ვითრება დაიძაბა ავღანეთის ჩრდილოეთში ტახარის პროვინციაში, სადაც ნატოს რეიდის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ამის შემდეგ კი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, რასაც კიდევ 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ნატოს რეიდის შედეგად დაღუპული ადამიანები მშვიდობიანი სამოქალაქო პირები იყვნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამერიკის და ავღანეთის მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოვიდნენ ქუჩაში და ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შტაბ-ბინას ქალაქ ტალოქანში. შეტაკების დროს 80-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG