ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის სამხრეთში გაეროს ოფისთან განხორციელებულ შეტევას ოთხი ადამიანი შეეწირა. ერთერთმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ოფისთან ააფეთქა. იმავე შენობაში განთავსებულია ამერიკული საერთაშორისო დახმარების და განვითარების ორგანიზაციაც. აფეთქების შემდეგ ორი შეიარაღებული პირი ვეტერინარული კლინიკის შენობაში შეიჭრა. პოლიციის განცხადებით, ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ თავდამსხმელთა ლიკვიდაცია მოხერხდა. შეტევებზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო მოძრაობა თალიბანმა. ამბოხებულების თქმით, მათი სამიზნე გაეროს ოფისი იყო.
პოპულარული
1