ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ყანდაარში აფეთქება მოხდა


ქალაქ ყანდაარში აფეთქება მოხდა
ქალაქ ყანდაარში აფეთქება მოხდა

ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა იერიში მიიტანა პოლიციის საგუშაგოზე, რომელიც სამხრეთით მდებარე ქალაქ ყანდაარში მდებარეობს.

ყანდაარის პოლიციის უფროსმა აბდულ რაზიქმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა ბომბებით სავსე მანქანა პოლიციის შენობის წინ ააფეთქა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი და ორი მოქალაქე დაიჭრა; აფეთქებამ ასევე საგრძნობლად დააზიანა ახლომდებარე დასახლებაც.

შეგახსენეთ, რომ ყანდაარი თალიბთა ორგანიზაციის დაფუძნების ადგილია და მიუხედავად იმისა რომ ავღანეთის ხელისუფლება ცდილობს ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაიცვას, მსგავსი თავდასხმები კვლავ ხდება.

XS
SM
MD
LG