ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე დაპირისპირებამ 13 ადამიანი იმსხვერპლა


13 დაღუპული და 80-ზე მეტი დაჭრილი - ასე დასრულდა დღეს ავღანეთის და პაკისტანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებები. ინფორმაციას მომხდარის შესახებ პაკისტანის არმიის პრესსპიკერი ავრცელებს. მის მიერ წარმოდგენილი ვერსიით, პაკისტანის ძალებს ცეცხლი პირველმა ავღანელებმა გაუხსნეს.

ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. ანალოგიურ განცხადებას ავრცელებს ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონის ძალების პოლიციის შეფიც. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აბდულ რაზიქი ამბობს, რომ პაკისტანელი სამხედროები ტერიტორიაზე ცეცხლის გახსნის შესახებ გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად შევიდნენ. მათ მხარეს 4 მესაზღვრე დაიღუპა და 37 ადამიანი დაიჭრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG