ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი პოლიციელი. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ტერაქტი გუშინ ყანდაჰარის პროვინციაში მოხდა. გუშინ ნატოს სარდლობამ განაცხადა, რომ კოალიციის ერთი ჯარისკაცი სამხრეთ ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა. თუმცა, გაურკვეველია ერთი და იმავე ინციდენტზეა საუბარი თუ არა. როგორც ცნობილია ყანდაჰარი თალიბანის ერთერთ საყრდენ პროვინციას წარმოადგენს, საიდანაც მეამბოხეები ავღანეთის ოფიციალურ ხელისუფლებას ებრძვიან.

XS
SM
MD
LG