ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საავადმყოფოზე თავდასხმაში მონაწილე სამხედროები დაისჯებიან


ის ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, ვინც გასული წლის 3 ოქტომბერს ავღანეთში მდებარე საავადმყოფოს დაბომბვაზე არიან პასუხისმგებელი, აუცილებლად დაისჯებიან - აცხადებს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის პრეს-სპიკერი პოლკოვნიკი პატრიკ რაიდერი. მისი თქმით, ეს ადამიანები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისგან ჩამოცილებული არიან და ადმინისტრაციული სასჯელის შესახებ გადაწყვეტილებას ელიან.

საავადმყოფო, რომელიც ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დაქვემდებარებაშია, თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ჰაერიდან იბომბებოდა. დაღუპულია 42 ადამიანი, მათ შორის ექიმები და პაციენტებიც არიან.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ჰიუმან რაითს უოჩმა“ მკაცრად გააკრიტიკა იმ ამერიკელი სამხედროების დასჯა, რომლებმაც შარშან მონაწილეობა მიიღეს ავღანეთში მოქმედი ჰოსპიტლის დაბომბვაში.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში „ჰიუმან რაითს უოჩი“ აღნიშნავს, რომ აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა, სათანადოდ გამოეძია 3 ოქტომბრის ტრაგიკული ინციდენტი და დაესაჯა მაღალი რანგის ის ოფიცრები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ჰოსპიტლის დაბომბვისთვის.

XS
SM
MD
LG