ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია რუს მილიარდერებს სანქციებს არ დაუწესებს


კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი - ხაზინის სიაში მისი სახელიც ფიგურირებს
კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი - ხაზინის სიაში მისი სახელიც ფიგურირებს

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარ პოზიციას იცავს და აცხადებს, რომ ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ჩამოთვლილი რუსი მილიარდერების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას არ გეგმავს.

ამ ანგარიშის გამოქვეყნება ხაზინას კონგრესმა დაავალა, სადაც ადმინისტრაციას კრემლთან დაკავშირებული მდიდარი ადამიანების ქონებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა შეეტანა.

ანგარიში 114 რუს პოლიტიკოსსა და 96 ოლიგარქზე საუბრობს და აჩვენებს, თუ როგორ ისარგებლეს მათ ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისით ვლადიმირ პუტინის მმართველობის დროს.

მიუხედავად მოლოდინისა, ანგარიში ამ ადამიანების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ ითვალისწინებს. ეს კი კითხვებს აჩენს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან კრემლის მიმართ რბილი პოლიტიკის ქონაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG