ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის მორიგი სამხედრო დახმარება უკრაინას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, უკრაინისთვის ამერიკის მორიგი, 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს ამუნიციას, აღჭურვილობას, ასევე წვრთნებს.

„სამხედრო დახმარების ეს პაკეტი მოიცავს უფრო მეტ საბრძოლო მასალას აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული "ჰაიმარსებისა" და "ჰაუბიცებისთვის", რომლებსაც უკრაინა თავდაცვისთვის ასე ეფექტიანად იყენებს. ასევე, საბრძოლო მასალას "ბრედლის" ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის, სახიდე გადასასვლელების ჯავშანტექნიკას, სწავლებებსა და სხვა მხარდაჭერას“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს, 3 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

შეერთებული შტატების საგარეო უწყება კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია, რომ უკრიანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი დღესვე დაასრულოს. იქამდე კი, შეერთებული შთატები, უკრაინის გვერდით იქნება.

„შეერთებული შტატები ასევე აგრძელებს მსოფლიოს გაერთიანებას, უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვნახეთ წარმოუდგენელი ერთგულება ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან. მივესალმებით 50-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც გაერთიანდნენ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში, რათა მხარი დაუჭირონ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

მხოლოდ რუსეთს შეუძლია ომის დღესვე დასრულება. ვიდრე რუსეთის ამას გააკეთებს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, ჩვენ ვიდგებით უკრაინასთან ერთად და გავაძლიერებთ მის არმიას ბრძოლის ველზე, რათა უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს საუკეთესოდ წარმოდგენილი, შესაძლებლობის ფარგლებში ძლიერ პოზიციაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG