ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ აქტივისტს 18 თვით პატიმრობა მიუსაჯეს


მოსკოვის სასამართლომ ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ მამაკაცს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულს ბრალად სამართალდამცავზე თავდასხმა ედება.

მეშჩანსკის რაიონულმა სასამართლომ ალექსანდრ ფედერიაკოვი დამნაშავედ ცნო პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენებაში. საუბრია 23 იანვარს გამართულ დემონსტრაციაზე, რომელიც სამართალდამცავებმა დაარბიეს.

ფედერიაკოვი წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ მას წიწაკის სპრეი არ ჰქონია.

მოსკოვში ბაზირებული „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აცხადებს, რომ მისი დევნა „უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია.“

ფედერაიაკოვის ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩანს შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

პროკურატურა ბრალდებულისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ითხოვდა.

იანვარში და მას შემდეგ გამართულ ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე 10 000-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავეს. დაკავებულთა დიდ ნაწილს ჯარიმა დააკისრეს, ან რამდენიმე დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სულ მცირე, 90 დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის წაუყენეს და რამენიმე მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG