ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის დროებითი ხელმძღვანელი ერაყში ჯარისკაცებთან ჩავიდა


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატ შანაჰანმა დღეს ერაყში მებრძოლი ჯარისკაცები მოინახულა. პენტაგონის დროებითი ხელმძღვანელი ამერიკელ მეთაურებს საერთაშორისო კოალიციის ერაყში მიმდინარე მისიაზე ესაუბრა.

ერაყში ამჟამად, დაახლოებით, 5 200 ამერიკელი ჯარისკაცია. მათი მთავარი მისია ერაყის უსაფრთხოების ძალებისთვის რჩევების მიცემა და მათი გაწვრთნაა.

2014 წლიდან მისია ძირითად ყურადღებას დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაზე ამახვილებდა. ტერორისტული დაჯგუფება გარკვეული ხნის მანძილზე, ვიდრე მას ამერიკელთა მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია შეუტევდა, ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყის დიდ ტერიტორიებს აკონტროლებდა.

"მნიშვნელოვანია ყველას შევახსენოთ... ან უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ერაყში მთავრობის მიწვევით ვართ და ჩვენს ინტერესებშია ერაყის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა" - უთხრა შანაჰანმა ჟურნალისტებს. "მინდოდა უშუალოდ მათგან მომესმინა მათ შეშფოთებებზე, იმ პოლიტიკურ დინამიკაზე, რომელთანაც მათ გამკლავება უწევთ და შემდეგ, ამაზე დაფუძნებით, ამის გათვალისწინებით, შემდგომი გეგმები დაგვესახა".

პენტაგონის დროებითი ხელმძღვანელი ამ კვირის განმავლობაში ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ერაყში ჩასვლამდე კი ერთი დღით ადრე, პატ შანაჰანმა ავღანეთში მომსახურე ამერიკელი ჯარისკაცები მოინახულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG