ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბორტის საკითხზე დებატები მწვავდება


ამერიკელების 70 პროცენტი აბორტის უფლებას მხარს უჭერს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

40 წლის წინ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ აბორტის უფლება კანონიერად ცნო. თუმცა მას შემდეგ დებატები გრძელდება უფლების მომხრე და მოწინააღმდეგეთა შორის.

მოდი ვნახოთ, თუ რა უდევს დისკუსიას სათავეში და რა ანსხვავებს დაპირისპირების ორ სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს:
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში-„რო ვეიდის წინააღმდეგ“, ამერიკელებს აბორტის უფლებას ანიჭებს. თუმცა ათწლეულების შემდეგ, კამათი ისევ გრძელდება და პოლიტიკურ დისკურსში ეს საკითხი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. მაგალითად ბოლო საპრეზიდენტო კამპანია გამოდგება.
ვაშინგტონში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან ყოველწლიური მსვლელობა ეწყობა აბორტზე უფლების გასაპროტესტებლად. ეს ადამიანები სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

მონაწილე: „არასოდეს განვიკითხავ ვინმეს და არც არასოდეს დავადებ ვინმეს ხელს. მინდა ადამიანებმა გაითავისონ, რომ აბორტის კლინიკაში ვიზიტის შემდეგ, ვერავინ დარჩება გულგრილი და ვერც იგივე ადამიანი გამოვა, როგორიც კლინიკაში შესვლამდე იყო.“

ჯოდი დაფი დებატების აქტიური მონაწილეა და აბორტის უფლების გაუქმებას ითხოვს.
ამერიკის ხმა მიტინგის იმ მონაწილეებსაც გაესაუბრა, რომლებიც დებატების მეორე მხარეს დგანან:

მონაწილე: „ჩვენ ჯგუფს ნამდვილად სურს აბორტების რაოდენობის შემცირება. ამ ბრძოლაში ყველას შევუერთდებით, თუმცა აბორტის უფლებას ვიცავთ, საზოგადოების მიმხრობას კი მეტი ცნობადობით, და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე ხელმისაწვდომობით ვაპირებთ."

ამ კონტექსტში, არსებობის უფლების შენარჩუნების მქონე ადამიანების არგუმენტი ენ ბი-სისა და ვოლ სტრიტ ჯორნალის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად უფერულდება, სადაც გამოკითხული ამერიკელების 70 პროცენტი აბორტის უფლებას მხარს უჭერს.

პიტერ ფრენკ პავონე აბორტის მოწინააღმდეგე ჯგუფს ხელმძღვანელობს.

„ამერიკაში ძალიან გავლენიანი ჯგუფები ახდენენ სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას . ეს, პირველ რიგში აბორტის ინდუსტრიის დამცველებისგან მოდის. დაფინანსებას ისევ სახელმწფოსგან იღებენ და ამით ხელი ეწყობა იმ ტენდენციას, რომ თითქოს ეს პასუხისმგებლობით აღსავსე მოქმედებაა.“

მარსია გრინბერგერი ქალთა უფლებების ადვოკატია. მისი მტკიცებით აბორტის თემამ ბოლო წლებში ამერიკაში პოლიტიკური შეფერილობა შეიძინა.

„საზოგადოების გააფთრებულია უმცირესობის წარმომადგენლების და საკმაოდ პასიური უმრავლესობის გამო, სასამართლოებში დღესაც ინიშნებიან ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ აბორტის უფლება ან შეზღუდონ ან იდეალურ შემთხვევაში- კანონი საერთოდ გააუქმონ.“

ვაშინგტონში ჩატარებული ბოლო მიტინგის დროს რამდენიმე მოსამართლეც ჩანდა. თუმცა ჯერჯერობით არანაირი გეგმა-რომელიც „რო ვეიდის წინააღმდეგ“ საქმეში გამოტანილ გადაწყვეტილებას და ამით, აბორტის უფლებას გააუქმებდა-არ არსებობს.
XS
SM
MD
LG