შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყის პრემიერ მინისტრ ჰეიდერ ალ-აბადის მასპინძლობს. სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ მოლაპარაკებაში, ჩრდილოეთ ერაყის საკვანძო ქალაქ მოსულის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გასათავისუფლებლად ამჟამად მიმდინარე შეტევის თემაც იქნება ჩართული.
გასულ თვეში, ორმა ლიდერმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი სატელეფონო საუბრის დროს განიხილა, მაგრამ დღეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრა შედგება.
ვაშინგტონში გამგზავრებამდე აბადიმ თქვა, რომ სურდა ტრამპთან ესაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ დასრულდეს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ და მათი დამხმარეების დამარცხების ბოლო ეტაპი.