ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული პროგრამის განვითარება


ირანმა გააფრთხილა გაეროს უშიშროების საბჭო რომ ვერანაირი

მუქარით ვერ აიძულებს თეირანს უარი თქვას თავისი ბირთვული

პროგრამის განვითარებაზე.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ჰამიდ

რეზა ასეფის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს

დაგეგმილი შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების და

გერმანიის მონაწილეობით ირანის მთავრობაზე ვერავითარ

გავლენას ვერ მოახდენს. მისი თქმით ამგვარი ზეწოლა ირანზე

ადრეც არაერთხელ განხორციელებულა და ყოველთვის უშედეგოდ

მთავრდებოდა.

დღეისთვის დაგეგმილი მოლაპარაკებები მოსკოვში, გაეროს

უშიშროების საბჭოს სესიამდე ერთი კვირით ადრე გაიმართება,

რომელიც ირანთან დაკავშირებით ატომური ენერგეტიკის

საერთაშორისო საბჭოს მოხსენებას განიხილავს.

XS
SM
MD
LG