ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალები მედიასთან არ საუბრობენ - 2005-04-09


რომის კათოლიკური ეკლესიის მონაცემებით, კარდინალები, რომლებმაც იოანე პავლე მეორის მიმდდევარი უნდა აირჩიონ მას მედიის საშუალებებთან არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ, მანამ სანამ დახურულ კარს მიღმა კარდინალთა საბჭო-კონკლავი არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს ცნობა, გუშინ, იოანე პავლე მეორის დაკრძალვის ამაღელვებელი ცერემონიის შემდეგ გავრცელდა. კათოლიკური ეკლესიისთვის გლოვის 9 დღიანი პერიოდი დაიწყო, კარდინალები კი გამუდმებულ ლოცვასა და დუმილში არიან სანამ კონკლავი შედგება 18 აპრილს.

პარალელურად ამისა, ვატიკანში პაპის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური მესები ტარდება, რომლებსაც სწორედ ის კარდინალები აღავლენენ, რომლებიც ცოტა ხანში ახალ პაპს აირჩევენ.

.

XS
SM
MD
LG