ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი სირიას ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს - 2005-03-07


სირიისა და ლიბანის მთავრობები აცხადებენ, რომ სირიის ჯარები მარტის ბოლომდე სირიის სასზღვრო მონაკვეთში დაბანაკდებიან. ამის შემდეგ კი ორივე ქვეყნის მთავრობა შეიმუშავებს ჯარების გამოყვანის საბოლოო გეგმას.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და მისი ლიბანელი კოლეგა ემილ ლაჰუდი ამის შესახებ დღეს, ოფიციალურ ერთობლივ განცხადებაში იუწყებოდნენ.

ვაშინგტონში, სირიის ელჩი იმად მუსტაფა კი ამბობს, რომ სირიის საჯარისო შენაერთები ლიბანის ტერიტორიიდან ორი სამი თვის მანძილზე გავლენ. თეთრი სახლი კი მხოლოდ ლიბანის ტერიტორიიდან უცხოური ჯარების სრულ გაყვანას ითხოვს და სირიას დამორჩილებისაკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG