ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი და პალეტინა სამშვიდობო პროცესზე მსჯელობენ - 2005-03-07


ისრაელისა და პალეტინის უშშროების უწყებების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები განაახლეს.

შეხვედრები ორი კვირის წინ, პალესტინელი კამიკაძე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად შეწყდა.

ორივე მხარის წარმომადგენელმა გენერლებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს დატოვების გეგმა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პალესტინური მხარე აცხადებდა, რომ ისრაელი ქალაქ ტულკარემს გადასცემს პალესტინურ მხარეს. თელავივი ჯრჯრობით არ აკონკრეტებს ასეთ შეთანხმებას.

დღესვე, ისრაელის უშიშროების სამსახურებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრი შაულ მოფაზი უახლოეს მომავალში აპირებს პალესტინელთა ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდეს.

XS
SM
MD
LG