ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი ევროპიდან ბრუნდება - 2005-02-25


ევროპაში ხუთ- დღიანი მოგზაურობის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შინ ბრუნდება.

ევროპული ტურნეს დასასრულს, ბუში სლოვაკეთში ვლადიმერ პუტინს რუსული დემოკრატიის შესახებ ელაპარაკა.

პუტინმა, თავის მხრივ უარყო ამერიკელი პრეზიდენტის ყველა შენიშვნა რუსეთში დემოკრატიული წყობის დაღმავლობის შესახებ და განაცხადა, რომ რუსეთმა დემოკრატიის გზა დიდი ხნის წინ აირჩია. დღეს, ამ გზიდან გადახვევა წარმოუდგენელი და შეუძლებელია.

ევროპაში ყოფნისას, ჯორჯ ბუშმა, როგორც ცნობილია, შესძლო ნატოსა და ევროკავშირის ლიდერების გარანტიების მოპოვება ერაყში სარეკონსტრუქციო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.

თუმცა ამ ფონზე გადაუწყვეტელი რჩება რიგი საკითხებისა, მათ შორის-ევროპასა და ვაშინგტონს შორის არსებული უთანხმოება - ჩინეთს ემბარგო მოეხსნას იარაღის მიყიდვაზე. შეერთებული შტატები, როგორც ცნობილია ეწინააღმდეგება ემბარგოს მოხსნას.

XS
SM
MD
LG