ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი პალესტინას მდინარე იორდანეს ნაპირის რამდენიმე ქალაქს გადააბარებს - 2005-01-30


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სულ მალე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის რამდენიმე ქალაქზე კონტროლს გადააბარებენ პალესტინელებს. დღეს, თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა ისრაელის რადიოთი განაცხადა, რომ ეს საკითხი მან პალესტინელთა უშიშროების სამსახურის უფროსთან მოჰამედ დაჰლანთან უკვე განიხილა. ბატონმა მოფაზმა დასძინა, რომ ეს პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება და იგი პალესტინელთა ახალ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგებზეა დამოკიდებული. პალესტინელებს გადააბარებენ კონტროლს რამალაზე, ტულკარემზე, კალკილიაზე, იერიქონსა და ბეთლემზე. ბევრი იმედოვნებს, რომ ამას ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება მოჰყვება. პალესტინელთა ძალებმა უკვე დაასრულეს დაბანაკება ღაზის სექტორში, სადაც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ძალადობის ინციდენტები შეინიშნებოდა.

XS
SM
MD
LG