მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ცუნამისაგან დაზარალებულ სამხრეთ აზიაში დაავადებების თავიდან ასაცილებლად 60 მილიონი დოლარია საჭირო. ამ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა რეპორტიორებს მოახსენა, რომ ამ რეგიონში სულ მცირე 150.000 ადამიანი ქოლერის, ტიფისა და დიზენტერიის საფრთხის წინაშე დგას. იმის გამო რომ ამ რეგიონში სასმელი წყლის სისტემა ჯერაც მოშლილია შესაძლებელია ამან ისეთივე მსხვერპლი გამოიწვიოს როგორიც გასული კვირის მიწისძვრამ.
პოპულარული
1