ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცუნამის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება - 2004-12-30


აზიის ქვეყნებში სტიქიისგან დაღუპულთა რიცხვმა უკვე 120 ათასს მიაღწია.

დღეს, ინდონეზიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იქ დაღუპულთა რიცხვი უკვე 80 ათას უდრის. სამაშველო ორგანიზაციების თანახმად, კუნძულ სუმატრას ნაწილი წყლით არის დაფარული. მრავალი ადამიანი უგზო უკვლოდ არის დაკარგული. სტიქიონმა უდიდესი ზარალი სწორედ სუმატრას მიაყენა-იგი წყალქვეშა მიწისძვრის ეპიცენტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრშია განლაგებული. ცუნამი თავს დაატყდა ინდოეთის ოკეანის აუზის 12 სახელმწიფოს. ამჟამად, იქ ინტენსიური სადამხმარებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. აჩეს პროვინციაში ექიმები მობილურ კლინიკებში პირველად დახმარებას უწევენ დაზარალებულთ.

XS
SM
MD
LG