ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი: მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - 2004-12-25


ერაყის ქალაქ ნაჯაფში სამი ადამიანი დაიღუპა მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ამ აფეთქებადე რამდენიმე დღით ადრე ნაჯაფში 52 ადამიანი დაიღუპა ტერორისტული თავდასხმის დროს.

აღნიშნული აფეთქება ამერიკელთა სამხედრო კოლონის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც შიიტთა წმინდა ქალაქების- ნაჯაფსა და ქარბალას შორის დამაკავშრებელ ავტომაგისტრალზე განხორციელდა. ამერიკელთა შორის მსხვერპლის შესახებ არ იტყობინებიან.

ამასობაში, ნაჯაფის პოლიციამ გასულ კვირას მოწყობილი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა.

ბაღდადის მცირერიცხოვანმა ქრისტიანებმა უღიმღამოდ აღნიშნეს ქრისტეშობა ცოტა ხნის წინ მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქრისტიანული ეკლესიები ბაღდადში დღეს დაცარიელებული იყო.

XS
SM
MD
LG