ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ინდოეთის კავშირი უმაღლეს დონეზე ვითარდება - 2004-12-02


ხვალ რუსეთის პრეზიდენტი ვლადლიმერ პუტინი სამდღიანი ვიზიტით ჩადის ინდოეთს ამ ქვეყანასთან ისტორიული მჭიდრო კავშირების გაღრმავების მიზნით. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დელიდან იუწყება, ორივე ქვეანამ გამოაცხადა, რომ უმაღლესი ტექნოლოგიის სამხედრო აღჭურვილობის განვითარებას გეგმავს. 2000 წლიდან ეს ამ ორ ქვეყანას შორის რიგით მეხუთე უმაღლესი დონის შეხვედრა იქნება. ვარაუდობენ, რომ ხელი მოეწერება ათ ხელშეკრულებას. ადრე რუსეთი ინდოეთს თავდაცვისათვის საჭირო აღჭურვილობის ორ მესამედზე მეტით ამარაგებდა . მაგრამ უკანასკნელ წლებში ინდოეთი უკვე ისრაელისა და სამხრეთ აფრიკისაგან ღებულობდა სამხედრო მასალებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა ერთობლივად განავითარებს უმაღლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ სამხედრო დანადგარებს სამხედრო თვითმფრინავების მეხუთე თაობის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG