ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუში კანადაში მოგზაურობს - 2004-12-01


პრეზიდენტი ბუში კანადაში თავის ორდღიან ვიზიტს ასრულებს. სანაპირო ქალაქ ჰალიფაქსში იგი მადლობას მოახსენებს მის მცხოვრებთ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ თვითმფრინავების მგზავრთა მასპინძლობისათვის. პრეზიდენტი ილაპარაკებს ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ აშშ-ების მეთაურობით მიმდინარე ომზე და იმაზე, რომ იგი მოწოდებულია ამერიკა კანადის ურთიერთობების განმტკიცებისათვის. პრეზიდენტის ვიზიტს კანადაში ამ ორ ქვეყანას შორის ერაყის ომთან დაკავშირებით წარმოქმნილი დაძაბულობის შენელების მცდელობად სთვლიან. გუშინ, ოტავაში ერთმანეთს შეხვდნენ კანადის პრემიერ მინისტრი პოლ მარტინი და პრეზიდენტი ბუში. მათ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობა აღთქვეს და პირობა დასდეს, რომ გააგრძელონ ვაჭრობა ჩრდილოეთ ამერიკელ მეზობლებთან. ჯორჯ ბუშის ვიზიტის დროს რამდენიმე ათასი დემონსტრანტი გამოვიდა კანადის დედაქალაქის ქუჩებში.

XS
SM
MD
LG