ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენჭი ეყრება სხვადასხვა საკანონმდებლო შესწორებებს - 2004-11-03


საპრეზიდენტო არჩევანის გაკეთების პარალელურად, აშშ-ს რამდენიმე შტატში 2 ნოემბერს კენჭი ეყრება საშტატო დონეზე სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას.

ამომრჩეველმა 11 შტატში უნდა გადაწყვიტოს შეიცვალოს თუ არა ადგილობრივი კონსტიტუცია ცალ- სქესა წყვილების ქორწინების აკრძალვასთან დაკავშირებით.

წინასწარი მონაცემებით, ასეთ ცვლილებას მხარი დაუჭირა კენტუკის შტატის მოსახლეობამ.

კალიფორნიაში კენჭი ეყრება წინადადებას თუ რამდენად უნდა დააფინანსოს შტატის მთავრობამ ჩანასახოვანი უჯრედებით კვლევის გაფართოება. ეს საკანონმდებლო ინიციატივა კალიფორნიის შტატს 3-ი მილიარდი დოლარის გამოყოფას დაავალდებულებს საკვლევი სამუშაოების ჩასატარებლად.

XS
SM
MD
LG