ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს - 2004-07-09


სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სეპარატისტებმა 8 ივლისს მძევლად აყვანილი ქართველი მშვიდობისმყოფელები გაათავისუფლეს. თუმცა ჯერაც არ გაუთავისუფლებიათ 3 დაკავებული ქართველი. 8 ივლისს მომხდარი ინციდენტისას ოსი სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად საკონტროლო საჩხრეკ პუნქტთან ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიჭრა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაჰგმო ოსური წარმოშობის პირების მიერ ქართველი მშვიდობისმყოფელების მძევლად აყვანის ფაქტი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ სავალალო მასშტაბებს მიაღწია იმან თუ როგორ მოექცნენ მძევლებს. ამერიკის საგარეო უწყება სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილებისაკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG