<!-- IMAGE -->ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ატომური იარაღის გაუვრცელებლობისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე მიმართვებით გამოვლენ
ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით თეირანის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებული შემოთავაზებები „პრაქტიკული“ და „სამართლიანი“ იქნება.
ბატონი აჰმადინეჟადი დღეს ნიუ იორკში ჩავიდა ატომური იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე დასასწრებად. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანი განიარაღების პროცესს მსოფლიო უსაფრთხოებაში „მნიშვნლოვან“ ფაქტორად აღიქვამს. მისი თქმით ირანი განიარაღების პროცესს ემხრობა.
როგორც მოსალოდნელია, ბატონი აჰმადინეჟადი კონფერენციაზე ატომური იარაღის გაურვცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებაში შესწორებების შეტანის ინიციატივით გამოვა. იგი ალბათ აგრეთვე გააკრიტიკებს შეერთებული შტატების ინიციატივას ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.