ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესის მიმოხილვა


პრესის მიმოხილვა
პრესის მიმოხილვა

<!-- IMAGE -->

რუსეთ-უკრაინის ამასწინდელმა შეთანხმებამ სევასტოპოლში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის არენდის 2042 წლამდე გაგრძელების შესახებ ამერიკელი პოლიტოლოგების შეშფოთება გამოიწვია.
დღეს გაზეთ ვაშინგტონ პოსტში ფილიპ პანის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც სწორედ ამ პრობლემას ეხება. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ იაფი გაზის სანაცვლოდ 25 წლის ვადით გაუგრძელოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლში ყოფნის ვადა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ ქვეყნის პარლამენტში, მაგრამ კვერცხების სროლის და შეხლა-შემოხლის მიუხედავად უკრაინის რადამ მაინც მოახდინა ამ დოკუმენტის რატიფიკაცია.
ეს არღვევს ამჟამად არსებულ სამხედრო ძალთა ბალანსს შავი ზღვის აუზში და შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერსებს ემუქრება.
ბატონი პანი მიიჩნევს რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამ ფაქტის შერბილება სცადა და უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება რუსეთსა და ამერიკას შორის დაბალანსების პოლიტიკის აუცილებლობით ახსნა.
თუმცა ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის რომ უკრაინასა და რუსეთის დაახლოების შემდეგ დასავლეთის ძალისხმევა უკრაინის დემოკრატიზაციის და რეფორმირების საქმეში შეიძლება წყალში გადაყრილად ჩაითვალოს. ქვეყანა პოლიტიკური დესტაბილიზაციის ფაზაში შედის.
ზოგიერთები შეშფოთებულნი არიან რუსეთის გავლენის გაზრდით პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც აშკარად ემუქრება მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას და ეწინააღმდგება ნატოს გეგმებს, რომელიც შავ ზღვაში არსებული სამხედრო გემების გამოყენებას აპირებდა ირანიდან მომავალი სარაკეტო საფრთხის წინააღმდეგ.
ხელშეკრულების რატიფიკაციამდე კიევში ჩასულმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რომ აღნიშნული შეთანხმება რუსეთს ძალზე ძვირი დაუჯდა, მაგრამ მოსკოვისთვის უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის დამყარება ვიდრე ფინანსური საკითხები. ბატონი პუტინის განცხადებით ეს ხელშეკრულება რუსეთს 40-დან 45 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ამ თანხით კი რამდენიმე სამხედრო ბაზის აშენება შეიძლება.
გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო უკრაინის ხელისუფლება მძიმე ფინანსურ პრობლემებს განიცდის და მას ალბათ ძალზე გაუჭირდებოდა ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა მოსკოვისთვის, თუმცა კიევს შეეძლო თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ის გარემოება რომ რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალი გაზსადენები მის ტერიტორიაზე გადის და უკრაინის საკუთრებაა.
მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ უკრაინა გაზის საფასურში 30%-ით ნაკლებს გაიხდის.
როგორც ბუში ადმინისტრაციის ყოფილი ოფიციალური პირი დევიდ კრამერი მიიჩნევს ამ წარმატებამ შესაძლოა მოსკოვის მტაცებლური ინსტიქტები გააღვიძოს საკუტარი მეზობლების მიმართ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას როგორ დაამხეს მოსკოვისთვის არასასურველი მთავრობა ყირგიზეთში.
იანუკოვიჩის გარიგებამ კრემლის მესვეურებთან შეშფოთება გამოიწვია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში, რომელმაც მძიმე დამარცხება განიცადა რუსეთთან 2008 წლის ხანმოკლე ომში. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტი ამჟამად სავალალო მდგომარეობაში იმყოფება მოსკოვი მის განახლებას გეგმავს საფრანგეთიდან შესყიდული მისტრალის კლასის ავიამზიდებით.
როგორც რუმინელი სამხედრო ანალიტიკოსი რადუ ტუდორი აცხადებს სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო ბაზა სამხედრო საფრთხის გარდა პოლიტიკური პრობლემაც არის, რადგან მოსკოვი ცივი ომის დროინდელ აზროვნებას უბრუნდება, როდესაც ნატოს მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილავდა, ეს კი ქმნის საშოშროებას რომ შავი ზღვა კვლავაც რუსულ ტბად დარჩება და ვეღარასოდეს გადაიქცევა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საოცნებო ზღვად.

XS
SM
MD
LG