ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის პრეზიდენტი ეგვიპტეში ჩავიდა


სუდანის პრეზიდენტი ეგვიპტეში ჩავიდა
სუდანის პრეზიდენტი ეგვიპტეში ჩავიდა

<!-- IMAGE -->


სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დღეს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეს ესტუმრა, მიუხედავად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ბრძანებისა მისი დაკავების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეგვიპტემ რამდენიმეჯერ მიიღო სუდანის პრეზიდენტი მიუხედავად საერთაშორისო სისხლის სამართლის ბრძანებისა მისი დაკავების შესახებ, რომელიც სუდანის დარფურის რეგიონში სამხედრო დანაშაულის ჩადენას უკავშირდება.

ორშაბათს სიტყვით გამოსვლისას ბატონმა ბაშირმა განაცხადა, რომ იგი დაიცავს 2005 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებს შორის სამოქალაქო ომი დამთავრდა. ამას გარდა მან განაცხადა, რომ დაგეგმილი სახალხო რეფერენდუმი ქვეყნის სამხრეთ რეგიონის დამოუკიდებლობის თაობაზე აუცილებლად ჩატარდება.


XS
SM
MD
LG