ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საზღვაო ბაზა ყირიმში რჩება


რუსეთის საზღვაო ბაზა ყირიმში რჩება
რუსეთის საზღვაო ბაზა ყირიმში რჩება


<!-- IMAGE -->


უკრაინის პარლამენტმა რუსეთის საზღვაო ბაზის ყირიმში იჯარით დარჩენის ვადა გააგრძელა. პარლამენტის ხმაურიანი სესიის დროს ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა პარლამენტის სპიკერს ვოლოდიმირ ლიტვინს კვერცხები დაუშინეს.
პარლამენტის სესიის ჩაშლის მიზნით ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა აგრეთვე კვამლის გამომყოფი ბომბები გამოიყენეს, რითაც პარლამენტის შენობაში სახანძრო სირენები ჩაირთო, წყალი წამოვიდა და პარლამენტის წევრები ქოლგებს აფარებდნენ თავს.

პარლამენტის შენობის წინ პროტესტის ნიშნად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი უკრაინულ საპორტო ქალაქ სევასტოპოლში საზღვაო ბაზას შეინარჩუნებს.
ქაოსური საპარლამენტო სესიის მიუხედავად საზღვაო ბაზის იჯარით დარჩენას უკრაინის 450-წევრიან პარლამენტში 236-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. დღესვე რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

რუსეთ-უკრაინის სამთავრობო ხელშეკრულების თანახმად რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლში 2042 წლამდე დარჩება. ამის სანაცვლოდ კი უკრაინა რუსეთისგან ბუნებრივ აირს ფასდაკლებით მიიღებს.



XS
SM
MD
LG