ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა მუსლიმ მეწარმეებს მასპინძლობს


ობამა მუსლიმ მეწარმეებს მასპინძლობს
ობამა მუსლიმ მეწარმეებს მასპინძლობს

<!-- IMAGE -->

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას თაოსნობით დღეს გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, რომლის მიზანია შეერთებულ შტატებსა და მუსლიმანური სამყაროს შორის კომერციული კავშირების გაღრმავება. ამ მიზნით კონფერენციაზე მიიწვიეს 250-ზე მეტი მეწარმე, რომლებიც ძირითადად მუსლიმანებით დასახლებული ქვეყნებიდან არიან.
დღეს გახსნილი კონფერენცია გასული წლის ივნისში ეგვიპტეს დედაქალაქ ქაიროში ბატონ ობამას მიმართვაში მიცემული დაპირების შესრულებას წარმოადგენს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე ეროვნული უშიშროების საკითხებში ბენ როუდსი აღნიშნავს, რომ მეწარმეობა წარმოადგენს „ფუნდამენტურ ამერიკულ ფასეულობას,“ რომლის სრული გამოყენება ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას მისცემს.


XS
SM
MD
LG