ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანომოს ციხის დახურვა გაჭიანურდა


გუანტანომოს ციხის დახურვა გაჭიანურდა
გუანტანომოს ციხის დახურვა გაჭიანურდა

<!-- IMAGE -->

გასულ წელს პრეზიდენტმა ობამამ 2010 წლის იანვრამდე გუანტანამოს საპატიმროს დახურვის პირობა დადო. დათქმული დროიდან 3 თვეა გასული. გუანტანამოში დაკავებული უამრავი იემენელის ახლობელი და ნათესავი უკვე შეშფოთებას გამოხატავს.

რვა თვეზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ბაშირ ნასერი პაკისტანში გაუჩინარდა. მისი ოჯახი ამბობს, რომ მან იემენი დატოვა და ექთნის დიპლომის მისაღებად წავიდა. ოთხი თვის შემდგ კი მისმა ოჯახამ „წითელი ჯვრიდან“ შეტყობინება მიიღო - ბაშირი გუანტანამოში აღმოჩნდა.

„ბაშირის უმცროსი ძმა ბესამი ამბობს, რომ არ იცის თუ როგორ მდგომარეობაშია მისი ძმა, რადგან გუანტანამოელ პატიმრებს არ აქვთ უფლება ოჯახებს ციხის პირობების შესახებ რაიმე შეატყობინონ.“

ბესამის თქმით, მის ძმას დანაშაული არასდროს ჩაუდენია. გუანტანამოზე დარჩენილი პატიმრების დაახლოებით ნახევარი - იემენელია. მათი გამოშვება მას შემდეგ შეყოვნდა, რაც გასული წლის დეკემბერში იემენელმა აბდულმუთალაბიმ დეტროიტის რეისის აფეთქება სცადა.

ვითარებას ართულებს გახშირებული ცნობები იმის თაობაზ, რომ გუანტანამოდან გამოშვებული ყოფილი პატიმრები იემენში ალ-ყაიდას რიგებში ეწერებინ. საიდ ალ შეჰრი 2007 წელს გაათავისუფლეს. ის რეაბილიტაციისთვის საუდის არაბეთში არსებულ ცენტრში გადააგზავნეს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ საიდ ალ-შეჰრი იემენში „ალ-ყაიდას“ ოპერაციებს ხელმძღვანელობს.
პარალელურად ძლიერდება მოსაზრება, რომ გუანტანამოს საპატიმროს არსებობის გახანგრძლივება იემენში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს.

ხალიდ ალანი იემენის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ გუანტანამოს ციხის დახურვის გაჭიანურებამ იემენელი პატიმრების ოჯახებში შოკი გამოიწვია. მისი თქმით, იემენელი პატიმრები გუანტანამოში შეერთებულ შტატებსა და იემენს შორის პოლიტიკური თამაშში პაიკების როლს ასრულებენ.

„იემენის ხელისუფლება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებს. მათ ბაზარზე გასატანი და შეერთებული შტატებისთვის შესათავაზებელი არაფერი გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან“
ამბობს ალანსი

ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის აპარატის უფროსი პოლკოვნიკი ლოურენს ვილკერსონიც ამბობს, რომ გუანტანამოზე დაკავებულთა უმეტესობის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს.

იემენის ზოგიერთი ოფციალური პირი აცხადებს, რომ ეს ომი რეალურად არასდროს დასრულდება. აბდულ კარიმ ალ-ირიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრია. მისი თქმით, გუანტანამოში დაპატიმრებული იემენელები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. და თუ მათ წინააღმდეგ რაიმე სამხილი არსებობს იემენის კანონმდებლობით უნდა გასამართლდნენ.
წლების მანძილზე გუანტანამოში დაკავებული იემენელთა ოჯახები პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ და იურისტებს დახმარებას სთხოვენ.

თუმცა, ბაშირის ოჯახში ამბობენ, რომ დაპირებების გარდა, რეალური იმედი არ არსებობს. ბესამი ამბობს, რომ მის ძმას და მეგობარს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ისინი მშვიდობიანი პროტესტის ძალადობაში გადაზრდით დაიმუქრნენ. ბესამი ამბობს, რომ თუ ის კვლავ გააგრძელებს პროტესტს მისი ძმის გუანტანამოში ყოფნის გამო, ალბათ მასაც დააპატიმრებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის მხლოდ მშვიდობიანი ფორმებით იბრძოლებს.

XS
SM
MD
LG