ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონეჰიუ-პოზნერის ტელე-ხიდი


დონეჰიუ-პოზნერის ტელე-ხიდი
დონეჰიუ-პოზნერის ტელე-ხიდი
<!-- IMAGE -->

ის რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო, ამერიკელმა მაყურებელმა პირველად 1985 წელს, დონეჰიუ-პოზნერის ტელე-ხიდიდან შეიტყო.

ირონიულად, მაგრამ იმ დროის რევოლუციონერი დიპლომატები, რომლებიც დღეს სამოქალაქო დიპლომატიის საუკეთესო წარმომადგენლებად არიან აღიერებულები, პოზნერი და დონეჰიუ 25 წლის შემდეგ ერთმანეთს კვლავ ტელე-ხიდის მეშვეობით ესაუბრებიან. ამჯერად პოზნერს ხელს არა იარლიყი “ქვეყნიდან გაუსვლელი”, არამედ ისლანდიის ვულკანი უშლის.

კარგად მივიწყებულ წარსულს ვაშინგტონის კენონის ინსტიტუტში შეკრებილ საზოგადოებას ვლადიმერ პოზნერი და ფილ დონეჰიუ ახსენებდნენ.

გადაცემის სახელწოდების პირდაპირი თარგმანი ასეთია: ამერიკა-საბჭოთა კავშირიდ მოქალაქეთა სამიტი-კოსმოსური ხიდი ლენინგრადსა და სიეტლს შორის. 40 წუთიანი დამონტაჟებული პროგრამა. საბჭოთა კავშირში გადის ერთადერთ სახელმწიფო არხზე, გადაცემა ვრემიას დაწყებამდე და შემდეგ. მაყურებელთა რაოდენობა 216 მილიონი. რეიტინგი საბჭოთა კავშირში მაღალი. პირველი გადაცემის შემდეგ რედაქცია 77.000 წერილს იღებს.

ამ დროს რადიო ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერისატელევიზიო კარიერაზე არ ფიქრობს. საფრანგეთში დაბადებულს და ნიუ იორკში გაზრდილს კარგი ინგლისური აქვს და სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ CNBC-is ამერიკული რედაქცია მის კანდიდატურაზე ჩერდება.

თუ დღეს ამერიკულ მედია ინდუსტრიას ოპრა ვინფრი მართვას, 70იანებს ფილ დონეჰიუს ერა ერქვა, ჟურნალისტის, რომელმაც სატელევიზიო შოუ , კითხვა-პასუხის რეჟიმში პირველმა შექმნა.

როდესაც საბჭოთა კავშირდა სა ამერიკას შორის ტელეხიდის წაყვანა შესთავაზეს დათანხმდა, მაგრამ საკუთარი ულტიმატუმები ჰქონდა.

ფილ დონეჰიუ:

“გამაოცა იმ ინტერესმა რომელსაც საბწოთა ხალხი ამერიკის მიმართ გამოხატავდა. შეკითხვები აბსოლუტურად განსხვავებული იყო, თმის ვარცხნილობიდან დაწყებული, საყვარელი მუსიკით დამთავრებული. მაგრამ წინასწარ ვთქვი, რომ ვიმუშავებდი იმ შემთხვევაში, თუ ჩემს არც ერთ შეკითხვას, რეპლიკას არ ამოჭრიდნენ. ამის სიტყვა პოზნერმა მომცა, მაგრამ როგორც მერე გაირკვა თურმე თვითონაც არ იცოდა რა იქნებოდა.”

პირველ გადაცემაზე საბჭოთა კავშირის მოქალაქეები ყვავილებით ხელში მივიდნენ, კეთილგანწყობილები. მაგრამ ამერიკელების პირდაპირმა შეკითხვებმა, კრიტიკამ ისინი შოკში ჩააგდო:

ფილ დონეჰიუ, ერთ-ერთი პირველი გადაცემიდან:

“კი, ჩვენ გვაქვს კრიტიკა ერთმანეთის მიმართ, მაგრამ რომ ის რაც თქვენს ქვეყანაში ხდება, თქვენი საქმეა. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენიინფორმაცაი ჩვენამდე არ აღწევს,თქვენი სახელწიფო ბლოკავს ყველაფერს, ცენზურა საშინელია. მაგრამ არის ის, რაზეც ჩვენ ვერ გავჩუმდებით, მაგალითად საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში !”

პოზნერი:

“აქამდე არავის არაფერი მსგავსი არ უთხვამს საბჭოთა კავშირში, ვუსმენდი და ვფიქრობდი ეს ჩემი ბოლო გადაცემაა, დაგვხურავენ, ციმბირი მელის და ასე შემდეგ. მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდა.”

საბჭოთა ტელევიზიის სტუდიააში გადაცემების ჩაწერებს სუკის რამდენიმე თანამშრომელი ესწრებოდა, წამყვანები ამბობენ, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, ერთი ღილაკის დაჭერით გადაცემის გათიშვა შეიძლებოდა, მაგრამ ეს არავის გაუკეთებია.

გადის წლები და საბჭოთა კავშირის სათავეში მიხეილ გორვბაჩოვი მოდის, დონეჰიუ ამბობს, რომ სწორედ მაშინწაიშალა იმიჯი საბჭოელი დათვისა, თითქოს მინელდა კიდეც ამერიკული ინტერესი.

ვლადიმერ პოზნერი თავის დროზე ამერიკა საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობას პარანოიას უწოდებდა. დღეს ამბობს, რომურთიერთობა გამოსწორდა, მაგრამ რუსებს მაინც უჭირთ ამერიკლების გაგება,დაპირიქით.

დონეჰიუამბობს, რომ ხშირად ფიქრობს ახალიტელე-ხიდის გადების შესახებ. ამერიკის ხმის ქართული რედაქციის შეკითხვაზე არის თუ არა დღეს ამერიკა რუსეთს შორის ამის აუცილებლობა, ჟურნალისტი პასუხობს:

“ეს ისტორიული მოვლენა იყო. დიდი თავი ჩემს ცხოვრებაში,თურმე ვერც ვხვდებოდი თუ როგორ გამიმართლა, მე რომ ამირჩიეს. ამ გადაცემამ მე მეგობარი, ვლად პოზნერი შემძინა. მაშინ მართლა გაუგებარი მდგომარეობა იყო. მაგრამ გადაცემაშიც იყო მომენტები რომლებიც მეც კი გულს მიჩუყებდა, მაგალითად დამამახსოვდა რუსი ქარხნის თანამშრომელი ქალის ოცნება,რომელსაც ოქსფორდში, მისისიპის შტატში მოგზაურობის ოცნება ჰქონდა, რადგან იქიდან წარმოშობით მისი საყვარელი მწერალი უილიამ ფოლკნერი იყო.დღეს რკინის ფარდა აღარ არის, ინფორმაცია ხელმისაწვდომია, საბჭოთა კავშირის აღარ არსებობს, ინტერესს ყოფილი ბლოკის ხალხები და ამერიკელები თავისუფლებით იკმაყოფილებენ.”

მაგრამ შეძლებენ კიდღეს ამერიკელები დასვანისეთი მძაფრი შეკითხვები, როგორებიც 25 წლის წინ იყო: რა ხდება ქალაქ გორკიში, არის თუ არა იქ სახაროვი და უახლესი ისტორიიდა: რატომ მოკლეს ამდენი ჟურნალისტი ბოლო 10 წლის მანძილზე რუსეთში? თუმცა დონეჰიუ ეჭვობს, რომ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემასრუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ შეძლებენ.


XS
SM
MD
LG