ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო


ირანში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო
ირანში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო

<!-- IMAGE -->

ირანში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო. ქვეყნის სამთავრობო ტელევიზია აცხადებს, რომ წვრთნა სპარსეთის ყურესა და ორმუზის სრუტეში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ზემოთქმული სრუტის მეშვეობით, მთელს მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის ორმოცი პროცენტი გააქვთ:

„წვრთნის მთავარ მიზანს სპარსეთის ყურესა და ორმუზის სრუტეში, ენერგიის მოპოვებისა და გლობალური ეკონომიკის ამ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებლების უშიშროების გარანტირებას ისახვს მიზნად“. განაცხადა ირანის „რევოლუციის გუშაგთა“ გვარდიის მეთაურის მოადგილემ გენერალმა ჰუსეინ სალემიმ. სამხედრო წვრთნა, დასავლეთსა და ირანს შორის ურთიერთობის გაუარასების დროს ხდება. დასავლეთი დარწმუნებულია, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს. ამ ბრალდებას კი ირანი უარყოფს.

XS
SM
MD
LG