ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები ირანის ბირთვული პოტენციალის გარშემო


დებატები ირანის ბირთვული პოტენციალის გარშემო

<!-- IMAGE -->

ობამას ადმინისტრაციას ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩამოუყალიბებია ის თუ კონკრეტულად რა პოზიციაზე დადგეს ირანთან მიმართებაში და რა მეთოდებს უნდა მიმართოს ირანის ბირთვული ამბიციების კონტექსტში. მდგომარეობას ართულებს კიდევ ის ფაქტი, რომ საკმაოდ ძნელია სანდო სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება ირანის პოტენციალსა და მის მიზნებზე. 2007 წელს აშშ-ის სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ირანს ეხება. მასში ნათქვამია, რომ ირანმა 2003 წელს შესწყვია ბირთვული იარაღის შემუშავება. თებერვლის თვეში კი ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა დენის ბლერმა განაცხადა, რომ ჯერაც არ არის ნათელი ის თუ რას აპირებს ირანი ბირთვულ იარაღთან მიმართებაში.

-„ჩვენ არ ვიცით საბოლოო ანგარიშში ირანი დაიწყებს თუ არა ბირთვული იარაღის შემუშავებას. ჩვენ კვლავაც მიგვაჩნია, რომ ირანი ამ საკითხში საზომად იყენებს ბირთვული იარაღების შექმნის ღირებულებასა და შესაძლო რისკებს. აქედან გამომდინარე საერთაშორისო საზოგადოებრიობას ამ სახით ეძლევა ბერკეტი, რომლითაც იგი შესძლებს ირანზე მოახდინოს ზეწოლა.“

სპეც-სამსახურებში მიაჩნიათ, რომ შეუდარებლად უფრო ადვილია დაადგინო ამა თუ იმ სახელმწიფოს პოტენციალი, ვიდრე ის თუ როგორ გამოიყენებს ამ პოტენციალს და რა მიზნებისაკენ მიმართავს ამ პოტენციალს ესა თუ ის სახელმწიფო. 2000 წელს გამოცემულმა დოკუმენტმა ბიძგი მისცა დიდ სკანდალს. მაგალითად ჰერიტიჯის ფონდში წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წევრმა რესპუბლიკელმა ფრედერიკ ფლაიტსმა განაცხადა, რომ დოკუმენტში ფაქტები დამახინჯებულადაა წარმოდგენილი.

_“ჩემის აზრით ირანს არასოდეს შეუწყვეტია ბირთვული იარაღის შემუშავების პროცესი და თუკი კიდეც იყო ამ პროცესის შეჩერება რაღაც დროით ჩვენმა დაზვერვამ უნდა ახსნას თუ რა მიზეზით მოხდა ეს შეჩერება. ამ დოკუმენტში კი არაფერია ნათქვამი ამის თაობაზე. თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ ამ პოზიციაზე დგომას დიდი ძალისხმევა მოუწევთ, რათა დაარწმუნონ პოლიტიკოსები და კონგრესმენები იმაში, რომ ირანმა განსაზღვული დროით მართლაც შეაჩერა ბირთვული იარაღაწის შემუშავება“- თქვა ფლაითსმა.

სადაზვერვო სამსახურების ახალი დოკუმენტი ირანზე თითქმის დასრულებულია, თუმც ჯერ არაფერია ცნობილი მის შინაარსზე. სპეც-სამსახურების თანამშრომლები უკვე საჯაროდ აცხადებენ, რომ ირანმა შესაძლოა მოიპოვოს ამ ერთი წლის განმავლობაში საკმარისი გამდიდრებული ურანი, რათა ერთი ბომბი შეჰქმნას, თუმც მას ორიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, რათა ბირთვული იარაღის საბოლოო ვერსია შეიმუშავოს, რომლის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი. აი რას ფიქრობს ამის თაობაზე სამხედრო დაზვერვის საკითხების სპეციალისტი ტეიტ ნურკინი:

-„ჩემის აზრით ახალ დოკუმენტში უფრო კრიტიკულად მიუდგებიან ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების საკითხს და ალბათ დაასვნიან, რომ დღეს ირანი უფრო ახლოს დგას მისი ბირთვული პოტენციალის გავითარების მიზანთან, ვიდრე იგი იყო 2007 წელს. ეს ნაწილობრვ აიხსნება იმით, რომ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. მეორეს მხრივ მიმაჩნია, რომ 2007 წლის დოკუმენტში ავტორებმა ამ საკითხებისადმი უფრო რბილი მიდგომის პოზიცია აირჩიეს. „

ირანი ამტკიცებს, რომ იგი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის ანვითარებს ბირთვულ პოტენციალს. ამ ფონზე ობამას ადმინისტრაცია ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, რათა შედარებით მკაცრი სანქციები დაუწესონ ირანს და აიძულოს თეირანი შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანთან მიმართებაში ყველა მეთოდის გამოყენებაა დასაშვები სამხედრო ძალის გამოყენების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის მიერ დაწერილ სამახსოვრო დოკუმენტში, რომლის შინაარსი ნიუ-იორკ თაიმსისათვის გახდა ცნობილი ნათქვამია, რომ დღესდღეობით აშშ-ს არ გააჩნია ქმედითი, შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი სტრატეგია ირანთან მიმართებაში და პრაქტიკულად არ იცის თუ როგორ მიუდგეს ირანს თუკი იგი მოიპოვებს ბირთვულ პოტენციალს.

XS
SM
MD
LG