ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ეთნიკური დემოგრაფია მკვეთრად იცვლება


აშშ-ის ეთნიკური დემოგრაფია მკვეთრად იცვლება
აშშ-ის ეთნიკური დემოგრაფია მკვეთრად იცვლება
<!-- IMAGE -->

ეს მხოლოდ ექიმთან ვიზიტი როდია. არამედ სილვია ოსორიოსთვის ჯერ არ გაჩენილი ქალიშვილის პირველად ნახვის შანსიცაა:
„ხედავთ თქვენ ბავშვის მის დაბადებამდე დანახვა შეგიძლიათ“. ეუბნება სილვიას ულტრაბგერის აპარატტან მჯდომი ექიმი მუტაჰარ ფაუზია.
ოსორია ამბობს, რომ მისი ქალიშვილი არა მხოლოდ ტექნოლოგიურად განვითარებულ, არამედ ისეთ სამყაროში იცხოვრებს სადაც უფრო მეტი მისი მსგავსი ადამიანი იქნება:
„მე ვფიქრობ, რომ რომ მას უფრო გაუადვილდება კარგი განათლების მიღება და ხელი ყველაფერზე უფრო ადვილად მიუწვდება“. გვეუბნება იგი.
შეერთებულ შტატებში ლათინურამერიკული წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობა დანარჩენთან შედარებით ყველაზე ჩქარა იზრდება. გვეუბნება მოსახლეობის აღრიცხვის ბიუროს წარმოადგენელი კარლ ჰაუბი. მისი თქმით, ხუთ წელიწადში ამერიკის მოსახლეობის ახლანდელი უმრავლესობის, თეთრკანიანების დაბადების მაჩვენებელი ორმოცდაათი პროცენტით შემცირდება. უფრო მეტიც, თეთრების დაბადებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი ერთი და იგივეა:
„ლათინოამერიკული წარმოშობის მოსახლეობა ამ დემოგრაფიული ცვლილების მთავარ ძალას წარმოადგენს“. ამბობს იგი.
დემოგრაფიის შემსწავლელები ამბობენ, რომ თეთრკანიანი ქალები უკეთ არიან განათლებულნი და დასაქმებულნი. ამიტომაც მათ ბევრი შვილის ყოლა აღარ უნდათ. ასევე ცნობილია, რომ ნაკლებად განათლებულ და ნაკლები შემოსავლის მქონე ქალებს მეტი შვილი ყავთ:
ენრიკე ტორიკო ვაშინგტონის ორენოვან სკოლაში მუშაობს:
„იმედია, რომ მომავალში დისკრიმინაცია და რასიზმი იკლებს. ყოველ შემთხვევაში მუქი კანის ფერი ან კიდევ ესპანური ენა მხოლოდ მექსიკის მოსაზღვრე შტატებში აღარ იქნება კონცენტრირებული. უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის თუ რა ცოდნას ფლობენ ლათინოამერიკელები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რა პოზიტიული წვლილის შეტანა ძალუძთ“. გვეუბნება ტორიკო.
შეერთებულ შტატებში შემოსულ ლათინოამერიკელთა უმრავლესობას მექსიკელები წარმოადგენენ. ახალი იმიგრანტები საზღვრის მიდამოებში აღარ სახლდებიან და ქვეყნის ისეთ სასოფლო სამეურნეო რეგიონებში მიდიან სადაც სამუშაოს შოვნა მათთვის უფრო ადვილია:

„ფერმები დაცარიელებულია, ვინაიდან თეთრკანიან ახალგაზრდებს სოფლებში დარჩენა აღარ სურთ. 40-50 წელიწადში ამერიკაში ბევრად უფრო მეთი ლათინოამერიკელი იქნება ვიდრე ახლა. ეთნიკური უმრავლესობის კონცეფცია კი ისტორიას ჩაბარდება““. ამბობს კარლ ჰაუბი.„მე სამედიცინო მომსახურებაზე და სხვა რესურსებზე ხელის მიწვდომის პრობლემა მაღელვებს. რა მოუვა, როგორ გადანაწილდება ეს სისტემა“. მომავალი აღელვებს ორი შვილის დედას ჯენიფერ სალეჰს.
ენრიკე ტორიკო კი თვლის, რომ მომავალში რასა პიროვნების განსაზრვრაში დიდ როლს აღარ ითამაშებს:
„უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის თუ რამდენ ენას ფლობთ და რა გამოცდილების გაზიარება გზალუძთ“. ამბობს იგი.
მისი აზრით, მოსწავლეებმა ახალი რეალობა უნდა გაითვალისინონ, ერთზე მეტი ენა ისწავლონ და სხვა კულტურების მონაპოვარს ეზიარონ. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.





XS
SM
MD
LG