ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგკოკის კომერციული უბნის პატრულირება  არმიამ დაიწყო


ბანგკოკის კომერციული უბნის პატრულირება  არმიამ დაიწყო

<!-- IMAGE -->

ტაილანდის არმიამ ბანგკოკის კომერციული უბნის პატრულირება დაიწყო. უშიშროების ძალები და პოლიცია ქვეყნის საფინანსო ცენტრში დემონსტრანტების შეღწევის აღკვეთას ცდილობენ. ეგრეთწოდებული „წითელპერანგიანების“ ერთ ერთმა ლიდერმა ნატავუტ საიკუარმა ჯარის გამოჩენის გამო შეშფოთება გამოხატა. მისი თქმით ქალაქის ეს უბანი ახლა ბრძოლის ველს წააგავს:

“დღეს სილომისკენ სვლა არ მოეწყობა, მაგრამ ამ მიმართულებით როცა გვინდა მაშინ დავიძრებით. ჩვენ თავისუფალი გადაადგილების და შეკრების უფლებას ვიყენებთ.თუმცა ამის გამო ხალხის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არ გვინდა“. ამბობს დემონსტრანტების მეორე ლიდერი სეან ბოონპრაკონგი. არმია კი აცხადებს, რომ ტაილანდის დედაქალაქში მრავალი საკონტროლო გამშვები პუნქტია გაიმართული. შეგახსენებთ, რომ 10 აპრილის შემდეგ, დემონსტრაციების მონაწილეებსა და ჯარს შორის მომხდარ შეტაკებებში 24 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG