<!-- IMAGE -->
დაწყებული დღეიდან-პარასკევის ჩათვლით, ტელეკომპანია სი ენ ენის ეთერში იწყება სპეციალური რეპორტაჟების ჩვენება საქართველოს შესახებ. სიუჟეტებში, სადაც პროგრამის ავტორების განცხადებით საქართველოს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი იქნება აღწერილი, ასევე შევა ინტერვიუები ცნობილ ქართველ პოლიტიკოსებთან, კულტურისა და ბიზნესის ლიდერებთან. ასევე ავტორები გვპირდებიან ინტერვიუებს საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან, მის უწმინდესობა ილია მეორესთან და პრიმა ბალერინა-ნინო ანანიაშვილთან. სხვადასხვა თემებთან ერთად საუბარი იქნება ტურიზმზე და ვარძიის სამონიასტრო კომპლექსზე, ისევე როგორც ქართული სუფრის ტრადიციებზე.
სი ენ ენი საზოგადოებას თხოვს საქართველოში გადაღებული სურათები და ვიდეო სიუჟეტები ჩააბარონ გადაცემის არქივში.
მაშ ასე, დღეს, ისევე როგორც მთელი ერთი კვირის განმავლობაში სი ენ ენის ეთერში, ამერიკის დროით ღამის 12ის ნახევარზე ეთერშია სიუჟეტი საქართველოზე.