ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღია კოსმოსში ბოლო გასვლა


ღია კოსმოსში ბოლო გასვლა
ღია კოსმოსში ბოლო გასვლა
<!-- IMAGE -->

დღეს დედამიწის ორბიტაზე მყოფი ამერიკული კოსმოსური ხომალდის „დისკავერის“ ეკიპაჟმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ღია კოსმოსში, მისიის ბოლო, რიგით მესამე გასვლა განახორციელა.

ასტრონავტები რიკ მასტრაჩიო და კლეიტონ ანდერსონი კოსმოსურ სივრცეში ექვს საათ ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ასტრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ახალი გამაგრილებელი ავზის დამონტაჟების პროცესი დაასრულეს.

ნასა აცხადებს, რომ მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწაზე დაბრუნება 19 აპრილისთვისაა დაგეგმილი.




XS
SM
MD
LG