ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთის მთავრობა დღესაც ისევე უძლურია"


"რუსეთის მთავრობა დღესაც ისევე უძლურია"
"რუსეთის მთავრობა დღესაც ისევე უძლურია"
<!-- IMAGE -->

მოსკოვის მეტროში ცოტა ხნის წინ მომხდარ აფეთქებებთან და ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას საკუთარი დაკვირვებები გაუზიარა ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკოსმა, ჩეჩენმა ისტორიკოსმა და სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის კანდიდატმა, ბატონმა მაირბეკ ვაჩაგაევმა.
ხსენებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, ბატონმა ვაჩაგაევმა აღნიშნა:

„ამ ტრაგედიამ ნათლად დაგვანახა, რომ რუსეთის მთავრობა დღესაც ისევე უძლურია, როგორც 1999 წელს, როცა სამხედრო კამპანია დაიწყო ჩეჩნეთში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მაშინ პუტინმა სამხედრო კამპანია წამოიწყო საცხოვრებელი სახლების აფეთქებების შემდეგ, რაც თავის მხრივ ბევრ კითხვას ბადებს.

მაშინ ტერორისტების დასჯის საბაბით მან ჩეჩნეთში მეორე სამხედრო კამპანია წამოიწყო. ახლა კი ათი წლის შემდეგ მოსკოვის ცენტრში და რაც მნიშვნელოვანია, უშიშროების ფედერალური სამსახურის ქვეშ, მეამბოხეებს შეუძლიათ ისეთი მოქმედებების ორგანიზება, რომელიც რუსეთის სახელმწიფოებრიობას უაღრესად დიდ ზიანს აყენებს. თუმცა რასაკვირველია იქ განხორციელებული ტერორისტული აქტი ბარბაროსული იყო რადგან შედეგად დაიღუპნენ ყოვლად უდანაშაულო სამოქალაქო პირები. მაგრამ ამ ტერორისტული აქტის ორგანიზატორები ხსენებულ გარემოებას ალბათ ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ვინაიდან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თვით ის ფაქტი, რომ ოპერაცია მოსკოვში, პუტინის ყოფილი უწყების წინ განხორციელდებოდა.“

ბატონ ვაჩაგაევს მიაჩნია, რომ მოსკოვის მეტროში ტერორისტული აქტების შემდეგ რუსეთის მთავრობა დაიბნა და მას ეშინოდა მომხდარზე ინფორმაციის გავრცელება. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ცნობები მოსკოვის მეტროში თვითმკვლელთა აფეთქებების შესახებ მნიშვნელოვანი დაგვიანებით გავრცელდა. ვაჩაგაევის თქმით, როგორც წესი, ჩრილოეთ კავკასიაში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აქციას ხალხი გმობს. ამ მხრივ მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტები გამონაკლისს არ წარმოადგენდა, მაგრამ იმავდროულად დაფიქსირდა ისიც, რომ თუ ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა მოძრაობას ძალუძს ამგვარი მოქმედებების განხორციელება მოსკოვის ცენტრში, მაშინ ცხადია, რომ რუსეთის მედიაში მეამბოხეთა მოძრაობის შესახებ გამოქვეყნებული შეფასებები და ანალიზი სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამასთან დაკავშირებით ვაჩაგაევმა აღნიშნა:
„ამდენად დღეს ჩვენ შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მეამბოხეთა მოძრაობას ახასიათებს ცენტრალიზებული სისტემა და ის იკავებს ბევრად უფრო მყარ პოზიციებს, ვიდრე ეს თუნდაც რამდენიმე თვის წინ შეინიშნებოდა.“

კითხვაზე თუ როგორ შეიცვლება მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ვაჩაგაევმა აღნიშნა:


„რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ადგილობრივ დონეზე ჩრდილოეთ
მოსკოვში ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებში რუსეთის უმაღლესი დონის სახელმწიფო მოხელეებმა არაერთხელ ახსენეს ეგრეთწოდებული „ქართული კვალი.“ ბატონმა ვაჩაგაევმა ამგვარი კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით:


„ამ სახის განცხადებების გაკეთება სამედიცინო დიაგნოზს უკავშირდება, რადგან მათ კომენტარს უნდა უკეთებდეს ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ან სხვა სამედიცინო პერსონალი. ყველაფერში "ქართული კვალის" მონახვა საკუთარ უძლურებაზე მეტყველებს.“



XS
SM
MD
LG