<!-- IMAGE -->
ებრაელმა ჯარისკაცებმა ღაზას სექტორში ერთი პალესტინელი მოკლეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკება ებრაელ სამხედროებსა და პალესტინური შეიარაღებული ფორმირების წევრებს შორის მოხდა. შედეგად დაღუპულია ერთი, ხოლო დაჭრილია სამი პალესტინელი.
პალესტინური შეიარაღებული ფორმირების „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის ტანკებმა და სამხედრო ვერტმფრენებმა ცეცხლი გაუხსნეს ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ლტოლვილთა ბანაკს. მიმდინარე თვის დასაწყისში ისრაელმა გააფრთხილა პალესტინელები, რომ სამხედრო ძალას მიმართავს იმ შემთხვევაში თუ ღაზადან ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო დაბობვები არ შეწყდება.