<!-- IMAGE -->ჟურნალ "თაიმის" რედაქტორი რიჩარდ სტენგელი ნელსონ მანდელასთან მისი
ავტობიოგრაფიული წიგნის შესაქმნელად 3 წელი თანამშრომლობდა. ნელსონ მანდელას ბიოგრაფიულ
წიგნს სახელად “თავისუფლებისკენ გრძელი გზა"
ქვია”.
ავტორი ნელსონ მანდელას ანტი-აპარტეიდად მიიჩნევს, ნობელის პრემიის
ლაურეატი, ადამიანი რომელმაც სამხრეთ აფრიკა დემოკრატიის გზაზე დააყენა-ყველასთვის
შთაგონების წყაროდ იქცა.
“არ ვისურვებდი,
რომ ყველა ის განსაცდელი გადამეტანა, რაც მანდელას
თავს გადახდა, მაგრამ არის ბევრი რამ, რისი სწავლაც მისგან შეიძლება. არ არის საჭირო იყო ქვეყნის ლიდერი ან რევოლუციონერი,
იმისათვის რომ მისი ყოველდღიური გაკვეთილები გამოგადგეს.”
სტენგელი აღნიშნავს, რომ ლიდერობა მანდელას გენებში აქვს.
“ის არისტოკრატული
აფრიკული ოჯახიდან მოდის. მამამისი ტომის მეთაური
იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, მას ადგილობრივი ტომის მეფე ზრდიდა. ის გარკვეული იყო
ისტორიულ ჩვეულებებში, ვფიქრობ ამან მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.”
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი მანდელას ცხოვრებიდან, მისი
27 წლიანი ტუსაღობაა. არა-ძალადობრივი მოძრაობის
მხარდამჭერმა მანდელამ, აფრიკის ეროვნული კონგრესი, სამხედრო ფრთა დააარსა, რომელიც მთავრობისა და სამხედრო ნაწილის წინააღმდეგ დაბომბვის საწინააღმდეგო კამპანიას ატარებდა. ის დააკავეს და მთავრობის წინააღდეგ საბოტაჟის მოწყობისა
და კიდევ სხვა ბრალდებების მუხლით გაასამართლეს.
კაცი, რომელიც ციხიდან 71 წლის ასაკში გაათავისუფლეს, აბსოლუტურად
სხვა იყო, იმასთან შედარებით ვინც ციხეში შევიდა.